Diese Website verwendet Cookies, die für die Funktionalität der Site notwendig sind. Wenn Sie mehr über die genutzten Cookies erfahren möchten, lesen Sie sich bitte unsere Ausführungen zu Cookies in unserer Datenschutzerklärung durch.

Indem Sie dieses Banner schließen, die Seite nach unten scrollen, einen Link anklicken oder Ihre Recherche auf andere Weise fortsetzen, erklären Sie sich mit dem Gebrauch von Cookies auf unserer Site einverstanden.

კიდევ რა უნდა იცოდე!

როგორ გვეხმარება პროფესიული ამხანაგობა Berufsgenossenschaft (= უბედური შემთხვევების დაზღვევა Unfallversicherung – SVLFG), თუ მოგვივიდა უბედური შემთხვევა?

უბედური შემთხვევა ყოველთვის შეიძლება მოხდეს. შენ პროფესიული ამხანაგობის მიერ დაზღვეული ხარ იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება შეგემთხვას სამუშაოზე, სამუშაოზე წასვლის ან სამუშაოდან საცხოვრებელში დაბრუნების დროს .


მას შემდეგ, რაც პირველ დახმარებას აღმოგიჩენენ ან გაგიწევენ სამედიცინო დახმარებას, აუცილებელია ამ შემთხვევის შესახებ შეატყობინო შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს.თუ თანამშრომელი სამი დღის განმავლობაში აცდენს სამუშაოს ან გარდაიცვლება, საწარმო ვალდებულია ამ უბედური შემთხვევის შესახებ ამცნოს პროფესიულ ამხანაგობას (განაცხადი უბედური შემთხევის შესახებUnfall-Anzeige).

ეს გერმანიაში ვალდებულებას წარმოადგენს. პროფესიული ამხანაგობა იზრუნებს იმაზე, რომ მალე გამოჯანმრთელდე. ამისათვის არაფრის გადახდა არ მოგიწევს. 6 კვირის განმავლობაში უფროსი შენს ხელფასს გადაიხდის. 6 კვირის შემდეგ გადაიხდის პროფესიული ამხანაგობა დაზარალებულის ხელფასს. დაზარალებულის ხელფასი შედარებით მცირეა თვითონ ხელფასთან შედარებით.

როგორ უნდა მოიქცე, თუ ცუდად გახდები ?

თუ ცუდად ხარ და მუშაობა არ შეგიძლია, გაესინჯე ექიმს. მაგრამ ვიდრე ექიმთან მიხვალ, შეატყობინე ავადმყოფობის შესახებ შენს უფროს თანამშრომელს ან შენს უფროსს.


ექიმთან ვიზიტისას თან იქონიე ჯანმრთელობის ევროპული დაზღვევის ბარათი (EHIC). ექიმთან ვიზიტი შენთვის უფასოა. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხანგრძლივი დროით ვერ იმუშავებთ, ის დაგიწერთ ავადმყოფობის ცნობას (Arbeits-Unfähigkeits-Bescheinigung).ამ ცნობას გადასცემ შენს უფროსს. გერმანიში შენ გაქვს უფლება, ექიმი თვითონ ამოირჩიო.

თუ ექიმი გჭირდება, დარეკე შემდეგ ნომერზე 116 117 ( მხოლოდ გერმანულ ენაზე)


  • სასწრაფო დახმარება

    +49116117

სამუშაო მოწყობილობები და დამცავი აღჭურვილობა

ყველა მასალა, რომელიც სამუშაოსათვის გჭირდება, უნდა მოგცეს შენმა უფროსმა უფასოდ. თუ ხელსაწყო გაფუჭებულია ან წარმოადგენს საფრთხეს, შეატყობინე ამის შესახებ შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს. ისინი იზრუნებენ ხელსაწყოების შეკეთებაზე.  

შენი უფროსი თანამშრომელი ან უფროსი აგიხსნიან , თუ როგორ უნდა გამოიყენო სწორად ხელსაწყო ან მანქანა, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები ან სხეულის დაზიანება. (უსაფრთხოების წესების ახსნა განმარტება Sicherheits-Unterweisung).  

დამცავი აღჭურვილობის ჩაცმა

იმისათვის, რომ სამუშაოზე უბედური შემთხვევებისაგან და ავადმყოფობისაგან კარგად იყო დაცული, შენი უფროსი თანამშრომელი ან უფროსი მოგცემს დამცავ აღჭურვილობას. (PSA). მაგალითად, დამცავ ფეხსაცმელს, ხელთათმანებს, მზისაგან დამცავ ქუდს, სმენის დამცავ აღჭურვილობას, დამცავ სათვალეს. 

თუ უფროსი ამას შენგან მოითხოვს, შენ ვალდებული ხარ ატარო ეს დამცავი აღჭურვილობა. თუ შენ დამცავი აღჭურვილობის ტარებაზე უარს იტყვი, უფროსს შეუძლია მოგცეს გაფრთხილება ან გაგათავისუფლოს სამუშაოდან. 

შეატყობინე, თუ მანქანები ან მოწყობილობები დაზიანებულია

თუ რომელიმე მანქანა ან მოწყობილობა გაფუჭდა, ან შენ გაგიფუჭდა, ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ შენ ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინო უფროს თანამშრომელს ან უფროსს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება მანქანებისა და მოწყობილობების შეკეთება, შეიძლება ვიყოთ დაზღვეული სხეულის დაზიანებისა და უბედური შემთხევევებისაგან.

უსაფრთხოების წესების ახსნა განმარტება 

იმისათვის, რომ მანქანებთან და მოყწობილობებთან მუშაობა შეძლო ისე, რომ არ დაზიანდე, ვალდებულია შენი უფროსი თანამშრომელი ან უფროსი გაჩვენოს ან აგიხსნას , თუ როგორ ფუნქციონიერებენ ეს მანქანები და მოწყობილობები. (უსაფრთხოების წესების ახსნა- განმარტება Sicherheits-Unterweisung).  შენ ვალდებული ხარ მონაწილეობა მიიღო უსაფრთხების ახსნა -განმარტების პროცესში და შემდეგ ხელი მოაწერო ახსნა- განმარტებას, რომ ყველაფერი კარგად გაიგე. 

ეს დაზღვევისიათვის ძალიან მნიშნელოვანია. ყურადღებით იყავი: იქ შენ შეიტყობ, თუ რა შეიძლება იყოს საშიში შენს სამუშაოზე და როგორ დაიცავ თავს სწორად.

სამუშაო გარემო 

ტუალეტები

ტუალეტები საცხოვრებელთან ახლოს უნდა იყოს განლაგებული და უზრუნველყოფილი იყოს გამდინარე წყლით, საპნით და ერთჯერადი ხელსაწმენდებით. 

ჯანმრთელობის დაზღვევა 

გერმანიაში მუშაობა 102 დღის მანძილზე

თუ გერმანიაში წელიწადში 103 დღეზე ნაკლებს მუშაობ და ეს შენი ძირითადი პროფესია არ არის, ეს ითვლება მცირეხნიან დასაქმებად. თუ ამავდროულად შენს სამშობლოში დასაქმებული ხარ და იხდი სოციალური დაზღვევის გადასახადს, ეს უნდა დაამოწმო A1 მოწმობით. ასე იქნები დაზღვეული პირველი 102 დღის განმავლობაში. 


თუ A1 მოწმობა არ გაქვს, საწარმოში მხოლოდ სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისაგან იქნები დაზღვეული. ამაში არ შედის ჯანმრთელობის დაზღვევა. ყურადღება მიაქციე იმას, რომ აუცილებლად გქონდეს მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა გერმანიაში. (ჯანმრთელობის დაზღვევის ევროპული ბარათი Europäische Kranken-Versicherungs-Karte (EHIC). ამის შესახებ ესაუბრე შენს უფროსს.

102 სამუშაო დღის გაგრძელება 

თუ შენ 102 დღეზე ხანგრძლივად გინდა გერმანიაში მუშაობა, შენი უფროსი ვალდებულია დაგაზღვიოს გერმანიის სოციალურ დაზღვევაში.

ხშირად დასმული კითხვები