Diese Website verwendet Cookies, die für die Funktionalität der Site notwendig sind. Wenn Sie mehr über die genutzten Cookies erfahren möchten, lesen Sie sich bitte unsere Ausführungen zu Cookies in unserer Datenschutzerklärung durch.

Indem Sie dieses Banner schließen, die Seite nach unten scrollen, einen Link anklicken oder Ihre Recherche auf andere Weise fortsetzen, erklären Sie sich mit dem Gebrauch von Cookies auf unserer Site einverstanden.

ტელეფონის ნომრები უბედური შემთხვევებისას

სასწრაფო ზარი  112 სასწრაფო დახმარებისათვის,  სახანძრო სამსახურისათვის

უბედურ შემთხვევებში, ხანძრის დროს, სიცოცხლისათვის საშიშ შემთხვევებში (გულის ინფარქტი, მზის დარტყმა).

  • სასწრაფო  ტელეფონის ნომერი
    სასწრაფოდ დარეკეთ ამ ტელეფონის ნომერზე

    +49112

მონაცემები, რომლებიც საჭიროა სასწრაფო ზარის შემთხვევაში

  1. უბედური შემთხვევის  ადგილი
  2. რა მოხდა?
  3. რამდენი ადამიანია დაზიანებული?
  4. სხეულის რა დაზიანებებთან გვაქვს საქმე?
  5. დაელოდე შეკითხვებს და ნუ გათიშავ ტელეფონს!

112 ამცნობე ხანძრის შესახებ 

სახანძრო სამსახურს შეუძლია გადაარჩინოს ადამიანები, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სახანძრო სამსახური მოდის ხანძრის შემთხვევაში.  

  • სასწრაფო  ტელეფონის ნომერი
    სასწრაფოდ დარეკეთ ამ ტელეფონის ნომერზე

    +49112

  • სასწრაფო  ტელეფონის ნომერი
    სასწრაფოდ დარეკეთ ამ ტელეფონის ნომერზე

    +49112

110 Polizei 

პოლიცია დაგეხმარება იმ შემთხვევებში, როცა დაცვა გჭირდება. მაგალითად, დანაშაულებრივი ქმედებების დროს, თუ საფრთხეში აღმოჩნდი ან ვინმე გემუქრება. ან იმ შემთხვევებეში, თუ ხედავ, რომ სხვა ადამიანს ემუქრება საფრთხე. 

  • პოლიცია 
    (მხოლოდ გერმანულ ენაზე)

    +49110

116117 ავადმყოფობის შემთხვევაში

იმ შემთხვევებში, როცა შენ თვითონ ან სხვა ადამიანს სჭირდება დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება. არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ჩვეულებრივი კლინიკები დაკეტილია ( ასეთებია, მაგალითად, გაცივება სიცხით, ტკივილები, ყურის ტკივილი, ზურგის ტკივილი...).

  • სასწრაფო დახმარება
    (მხოლოდ გერმანულ ენაზე)

    +49116117

  მოწამვლის სასწრაფო შემთხვევებში

თუ ფიქრობ, რომ მოიწამლე ან სხვა ადამიანი შენი სამუშაო ჯგუფიდან მოიწამლა, დარეკე ამ ნომერზე :

  • ბადენ- ვიუტემბერგი  (Baden-Württemberg)

    +49 761 19240

  • მეკლენბურგ- ფორპომერნი (Mecklenburg-Vorpommern)

    +49 361 730730

  • ნორდჰაინ- ვესტფალენი  (Nordrhein-Westfalen)

    +49 228 19240

  • საქსონია -ანჰალტი (Sachsen-Anhalt)

    +49 361 730730

  • შლეზვიგ- ჰოლშტაინი (Schleswig-Holstein)

    +49 551 19240

სასწრაფო ზარის დროს უპასუხე შემდეგ შეკითხვებს:

ვინ არის მოწამლული ? 

ბავშვია თუ ზრდასრული? - ასაკი, სქესი, წონა  

რით მოიწამლა ?
წამლით, საწმენდი საშუალებით, ქიმიური ნივთიერებით, მცენარით, სოკოთი, ცხოველური პროდუქტით, კვების პროდუქტით, ნარკოტიკებით თუ შესაძლებელია, ზუსტად წაიკითხეთ დასახელება ყუთზე! 

რამდენი ?
აბების რაოდენობა, დრაჟეები, წვეთები და ა. შ. ან სხვა საწყაო მონაცემები

როდის ?
მიღების დრო, მოქმედების ხანგრძლივობა

რომელი?
ავადმყოფობის ნიშნები;პიროვნების მდგომარეობა (სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, გონზე არის, თუ არა პიროვნება)