კორონასთან დაკავშირებული ინფორმაცია
დამცავი ზომები
კორონა ვირუსია. მას შეუძლია ადამიანები დააავადოს. შენ შეგიძლია კორონა ვირუსუსაგან თავი დაიცვა. დაგვეხმარე, რომ სხვა ადამიანებიც არ გახდნენ ცუდად.
კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია
როგორც სეზონურ მუშას, შეგიძლიათ ვაქცინაცია ჩაიტაროთ გერმანიაში.
უფასო ტელეფონის ნომერ 116 117-ზე გერმანულად მიიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ დარეგისტრირდეთ ვაქცინაციაზე.
ვაქცინაციისთვის დაგჭირდებათ თქვენს მიერ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულება ან ცნობა თქვენი დამსაქმებლისგან და მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვაქცინაციაზე რეგისტრირების შემთხვევაში, გირჩევთ დროულად დაუკავშირდეთ თქვენს დამსაქმებელს.
როგორ შეიძლება გადაგედოს ვირუსი?
ინფექცია წვეთოვანი ინფექციით
ვიღაც აცემინებს ან ახველებს. ამ დროს ჰაერში დაფრინავენ პატარა წვეთები. ეს წვეთები ნივთებს ეცემა. ვირუსი შეიძლება გადაგედოს, თუ ამ წვეთებს შეისუნთქავ ან ამ ნივთებს შეეხები, რომლებზეც ეს წვეთები დაეცა. შეიძლება 2 დან 14 დღემდე გაგრძელდეს, ვიდრე ავადმყოფობის სიმპტომებს შეამჩნევ.
თუ ცუდად ხარ, დარჩი შენს შენს საცხოვრებელში და არ წახვიდე სამუშაოზე. ამცნობე ამის შესახებ შენს დამსაქმებელს ან უფროსს სატელეფონო ზარის მეშვეობით.
რეკომენდაციები მუშაობისა და ცხოვრების წესები
- სამუშაოდ მიგაკედლებენ გარკვეულ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ერთად იცხოვრებენ და შეძლებისდაგვარად კონტაქტი არ ექნებათ სხვა ადამიანებთან იმისათვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას ვირუსის ერთმანეთისათვის გადადება.
- სამუშაოდ მიგაკედლებენ გარკვეულ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ერთად იცხოვრებენ და შეძლებისდაგვარად კონტაქტი არ ექნებათ სხვა ადამიანებთან იმისათვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას ვირუსის ერთმანეთისათვის გადადება.
- სარეცხი და ჭურჭელი გარეცხე შეძლებისდაგვარად სულ მცირე 60° C გრადუსზე.
- რეგულარულად გაანიავე შენი ოთახი.
- დაიცავი ჰიგიენის წესები
- იმ დროისათვის, როდესაც სამზარეულოს გამოყენება გსურთ, შეუთანხმდით სხვა სამუშაო ჯგუფებს.
Corona-Warn-App
კორონას აპლიკაციის დახმარებით შეგვიძლია შევაჩეროთ კორონა ვირუსის გავრცელება. ამ აპლიკაციას გთავაზობთ გერმანიის ფედერალური მთავრობა. აპლიკაციის გამოყენება უფასოა და ნებაყოფლობითი.
Corona-Warn-App შეგიძლია ჩამოტვირთო App Store ან Google Play Store დახმარებით.
ხშირად დასმული შეკითხვები
ჯგუფმა უნდა იმუშაოს და იცხოვროს ერთად და მოერიდოს კონტაქტს სხვა ჯგუფებთან, რათა მათ ერთმანეთს არ გადასდონ კორონა და მცირე დროის მანძილზე ყველა ცუდად არ გახდეს. სხვა ჯგუფებთან კონტაქტის არქონის შემთხვევაში, თუ ერთ ჯგუფში ვინმე დაავადდება, შესაძლებელი იქნება, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა ჯგუფის დაავადება.